четверг, 20 февраля 2014 г.

დღე მე-9

        მე-9 დღეს გავასუფთავეთ პროექტის საქაღალდე და გადავაადგილეთ ფაილები. გადავხედეთ სახელმძღვანელოს და განვიხილეთ სად, რა, მოვიძიოთ საჭიროებისამებრ. დავასრულეთ გეგმის შაბლონი და წარმოვადგინეთ  პროექტები, მივეცით ერთმანეთს რეკომენდაციები. 
        უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა მასწავლებლის სახლს, ტრენინგის კორდინატორებს და რა თქნა უნდა ჩვენს ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს  ძალისხმევისთვის და გასაგები ტრენინგებისთვის.

воскресенье, 16 февраля 2014 г.

დღე  მე-8

განვიხილეთ მოდული 6-7. შევქმენით ბლოგის დიზაინი და ვისწავლეთ შეცვლა დიზაინის. ჩავაშენეთ ფაილები ბლოგებში, ინტერნეტში გავაზიარეთ. ბლოგებში ფეიჯების დამატება. საიტების ბმულების გაკეთება. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს და მგონი გამომდის კიდეც (ცოტა). რაც დიდი დამსახურებაა ტრენერის.
 მადლობა ხათუნა ციხელაშვილს. 

суббота, 15 февраля 2014 г.

დღე მე-7

მე-7 დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს. მოვამზადეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შეფასების ფორმა. ასევე დროის ჩარჩოში გაწერილი შეფასებების მიხედვით შევქმენით ნიმუშები.
ძალიან დატვირთული ტრენინგია.
მადლობა 

воскресенье, 9 февраля 2014 г.

დღე მე-6

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნიმუშები. შევავსეთ შეფასების ინსტრუმენტერის მოკლე მონახაზი და სასწავლო პროცედურები.
ქალბატონო ხათუნა მადლობა დახმარებისთვის!

суббота, 8 февраля 2014 г.

დღე მე-5

მეხუთე დღეს დავაკეთეთ პროექტის პრეზენტზცია, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს, მივეცით რჩევები და შედგა ეფექტური თანამშრომლობა.გავეცანით ბუკმაკებისა და თეგების შექმნის პრინციპებს.
საავტორო უფლებების შესახებ განვიხილეთ ნიმუშები და მივიღეთ რჩევები.
ინფორმაცია არის ზღვა ტრენერი გვაწვდის ამას ყველაფერს გასაგებად და საინთერესოდ. მადლობა ტრენერს!!!!

воскресенье, 2 февраля 2014 г.

დღე-4

ძალიან საჭირო და საიტერესო ინფორმაცია მივიღეთ. ინფორმაცია დიდია და საჭიროებს მეტ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ვისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, დროში გაწერილი შეფასების გეგმა, მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და პროექტის პრეზენტაცია.

суббота, 1 февраля 2014 г.

დღე-3

გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ძირითად ზმნებს დონეების მიხედვით.
ჩამოვაყალიბეთ კითხვები სამ ფაზად ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი პროექტიდან გამომდინარე. ვიმუშავეთ სტანდარტების და ინდიკატორების შემუშავებაზე.გუგლი დრაივის გამოყენებით გავეცანით თანამშრომლობის ეფექტურ მეთოდს.